logo
ENG



Facebook-ის მომხმარებლები კორონავირუსის შესახებ გადამოწმებულ ინფორმაციას მიიღებენ

20 მარ 202008:49
3 წუთის საკითხავი
 

მომავალი კვირიდან Facebook-ის მომხმარებლები მობილურ აპლიკაციაში კორონავირუსის შესახებ გადამოწმებულ ინფორმაციას მიიღებენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მარკ ცუკერბერგი წერს.

მისი თქმით, პლატფორმა უტყუარ ინფორმაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან და სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური უწყებებიდან მიიღებს. სოციალური ქსელის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ მსოფლიოში პანდემიის დროს სწორედ ასე შეძლებენ ადამიანები პანიკას არ აყვნენ და მის გარშემომყოფებს დაეხმარონ.

Facebook-მა კოვიდ-19-თან დაკავშირებით პლატფორმაზე სენსიტიური ინფორმაციის კონტროლი უკვე დაიწყო, ასევე დააანონსა, რომ 100 მილიონი დოლარით მცირე ბიზნესს დაეხმარება. 


close დახურვა